saqarTvelos uReltexilebi - labis uReltexili

კოორდინატები 43°23`16` ჩ. გ. 41°05`57` ა. გ.
ქვეყანა საქართველო, რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2575 მ
ქედი აფხაზეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. გაწოლილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყარაჩაი - ჩერქეზეთის საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე დიდი ლაბის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2575 . აგებულია პალეოზოური გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ალპური ლანდშაფტი. ლაბის უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან ყარაჩაი - ჩერქეზეთში.